“ელ კლასიკო” 18 დეკემბრისთვის გადაიტანეს

0
33
“ბარსელონა”-“რეალის” 26 ოქტომბერს ჩასატარებელი “ელ კლასიკო” 18 დეკემბერს გადაიტანეს.
ეს გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს ლა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო. მატჩის დაწყების დროს დამატებით გვაუწყებენ.
კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და “ბარსა” იძულებული იქნება, აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო “ეიბართან” ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაზე ავტობუსით გაემგზავროს.