“მილანის” ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი:
“მან თქვა, რომ არა კომპანია Elliott Management-ის ინვესტიციები, “მილანი” გაკოტრდებოდა და სერია D-ში დაქვეითდებოდა. ასეთი რამის თქმა მხოლოდ ტუალეტში შეიძლება.რაც შეეხება იმას, როგორ დავუბრუნოთ “მილანს” ძველი დიდება, აქ ყველაფერი მარტივად და ამავდროულად, რთულადაა – დაუბრუნეთ კლუბი სილვიო ბერლუსკონის”, – განუცხადა ბერლუსკონიმ Football Italia-ს.
ბერლუსკონი “მილანის” მფლობელი 1986-2016 წლებში იყო და იმ პერიოდში 8-ჯერ მოიგო სერია A და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
ბერლუსკონი “მილანის” მფლობელი 1986-2016 წლებში იყო და იმ პერიოდში 8-ჯერ მოიგო სერია A და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
