დავით პეტრიაშვილი – 50

0
48

10 ოქტომბერს დავით პეტრიაშვილის დაბადებიდან 50 წელი შესრულდა. მან თავისი უანგარო შრომით შეძლო ფასდაუდებელი სამსახური გაეწია ქართული ფეხბურთისთვის. დავით პეტრიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღიდან, 12 წელი ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახლდათ, შემდეგ იყო “დინამო თბილისი” და უეფას დელეგატის პოზიცია. ბოლო წლებში კი პეტრიაშვილი უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტში, ჰეთ თრიკის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი და საქართველოს ელჩი უეფაში, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის.

2017 წელს, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონს მისი სახელი მიენიჭა და უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს დავით პეტრიაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი.