“მილანმა” ჯამპაოლო დაითხოვა

0
51

სერია A-ში გამართული შვიდი ტურის შემდეგ “მილანმა” მთავარი მწვრთნელი, მარკო ჯამპაოლო, დაითხოვა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა დაადასტურა.

შვიდი ტურის შემდეგ მილანს ცხრა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილს იკავებს. ჯამპაოლომ “მილანი” სეზონის დასაწყისში ჩიაბარა. “როსონერიმდე” ის გენუის “სამპდორიაში” მუშაობდა.