ჯანლუიჯი ბუფონი: მესი ფედერერია, რონალდუ – ნადალი

0
34
ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჩოგბურთელების როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება ფეხბურთელების, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსა და არგენტინელი ლიონელ მესის დაპირისპირებას შეადარა.
“ფედერერი განუსაზღვრელი კლასია, ნადალი კი შრომისმოყვარეობა და ნიჭია, ამის გარეშე ის ამდენ ტიტულს არ მოიგებდა.
ნადალის დაუღალავი შრომა და სრულყოფილებისკენ სწრაფვამ მისცა მას შესაძლებლობა ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელის გვერდით დამდგარიყო.
ჩემთვის ეს შედარება ნათელია და მეღიმება. ლეო მესი ფედერერია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ ნადალს ჰგავს”, – თქვა ბუფონმა Sportweek-თან ინტერვიუში.