უეფამ ჩემპიონთა ლიგის ექვსი კლუბი დასაჯა

0
35

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩების შემდეგ UEFA-მ ექვსი კლუბი დასაჯა.

მადრიდის “რეალი” უეფამ მატჩის გვიან დაწყების გამო დასაჯა. ამავე მატჩში “ბრიუგეს” ფეხბურთელმა, რუდ ვორმერმა, წითელი ბარათის მიღების შემდეგ მატჩის მთავარ მსაჯს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. შესაბამისად, უეფამ არც ბელგიური გუნდი დაინდო.

“მანჩესტერ სიტისა” და ზაგრების “დინამოს” შეხვედრაში გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა ნივთები გადაყარეს. ამას გარდა “დინამოს” ქომაგებმა მანჩესტერული გუნდის მოედნის სკამები დააზიანეს. ამის გამო უეფამ ორივე გუნდი დაადანაშაულა.

პირეოსის “ოლიმპიაკოსისა” და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” მატჩში ბერძნული გუნდის ქომაგებმა მოედანზე ბანერი გამოფინეს, რომელიც უეფამ რასისტულად მიიჩნია, ხოლო “ცრვენა ზვეზდა” კი მოთამაშეების უხამსი საქციელების გამო დაისაჯა.

ჯერჯერობით უცნობია, რას დააკისრებს უეფა აღნიშნულ გუნდებს.