ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარი“ მალაგაში „უნიკახას“ ეწვია, რომელშიც ქართველი ცენტრი გასული ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
მალაგელებთან წინააღმდეგ ასპარეზობისას ჩვენებური პარკეტზე 31:52 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 12 ქულა მოიპოვა, ხუთი მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარება მიითვალა.
გიორგის მარგი ქმედების კოეფიცინეტი 20-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა და მთლიანად შეხვედრაში მესამე მაჩვენებელია.
კუნძულელთა „იბეროსტარი“ ლიგა ენდესას მესამე ტურში ხუთ ოქტომბერს, საშინაო კედლებში მადრიდის „რეალს“ დაუხვდება.