“დინამომ” ორი ქულა დაკარგა და ბათუმს დაეწია

0
31

მოულოდნელი შედეგით დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29–ე ტურის მეორე დაპირისპირება, რომელიც თბილისის “დინამო არენაზე”, “დინამო თბილისსა” და ბოლნისის “სიონს” შორის შედგა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალებასაც აძლევდნენ. მიუხედავად ამისა დინამოელებმა შეხვედრის პირველივე ნახევარში მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გიორგი კუხიანიძემ ბოლნისის სიონს 32-ე წუთზე გაუტანა. რთული თამაშის მიუხედავად დედაქალაქელთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მატჩის მთავარმა არბიტრმა დაპირისპირების დამატებულ დროში მოედნიდან ნოდარ ქავთარაძე გააძევა. უმცირესობაში დარჩენილმა “დინამომ” კარი მშრალად ვერ შეინახა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. შეხვედრის მიწურულს ხოსე პერალესს გამოცდილმა ლევან ხმალაძემ აჯობა.

ამ დროისთვის თბილისის ბათუმის “დინამოს” აქტივში 58–58 ქულაა და გუნდები პირველ–მეორე ადგილებს იყოფენ. 54 ქულით მესამე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო”, რომელმაც თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 4:0 სძლია.