“ბორჯღალოსნები” რეიტინგში ურუგვაიმ დააწინაურა

0
65
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. “ბორჯღალოსნებს” 73.29 ქულა აქვთ და მეთერთმეტე ადგილზე იმყოფებიან.
ქართველი მორაგბეების წინსვლა ფიჯის ნაკრების ურუგვაისთან წაგებამ განაპირობა. ამ მარცხის შემდეგ ფიჯის ოთხი ქულა დააკლდა, ხოლო ურუგვაის დაემატა და მეცხრამეტედან მეჩვიდმეტე საფეხურამდე დაწინაურდა.
ფიჯის ნაკრები დღემდე მეათე ადგილზე იყო, თუმცა მოულოდნელი მარცხის შემდეგ მეთორმეტე პოზიციამდე დაქვეითდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 29 სექტემბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს.