ვაისის და კანკავას აზრი გაიყო

0
80
ცნობილი გახდა, თუ ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი გაიყვანა, მეორეზე “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი, მესამე ადგილი კი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს არგუნა.
მწვრთნელებში კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა:
იურგენ კლოპი (ლივერპული)
ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)
“ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საუკეთესოებად შემდეგი ადამიანები დაასახელა:
ფეხბურთელი
ლიონელ მესი
კრიშტიანუ რონალდუ
კილიან მბაპე (პსჟ)
მწვრთნელი
ხოსეპ გვარდიოლა
იურგენ კლოპი
დიდიე დეშამი
ფიფას გამოკითხვაში საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელეს.