საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ “დინამო თბილისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. თავდამსხმელი 2006 წლიდან “ემპოლის” ღირსებას იცავდა, 2008/10 წლებში კი “პალერმოს” ფორმით გამოდიოდა. ლევან მჭედლიძე დინამოში 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
