ბადრი კეთილაძის ფოტო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური “ვიტ ჯორჯიასა” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში დინამოელებმა მეტოქე პირველად დაამარცხეს მარტივად. გასული ორი მატჩიდან “დინამომ” ერთი მინიმალური ანგარიშით წააგო, ხოლო ერთში კი გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე ლევან შენგელიას მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. 27-ე ტურის მატჩში სტუმრები უკე მე-11 წუთზე ლევან კუტალიას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ. 50-ე წუთზე “დინამომ” ორამდე გაზარდა უპირატესობა. “ვიტ ჯორჯიას” კარი ნოდარ ქავთარაძემ აიღო. შეხვედრაში საბოლო შედეგი ნიკა ნინუამ დააფიქსირა, რომელმაც მაპინძელთა კარში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა. ანგარიშის მიუხედავად “ვიტ ჯორჯია” “დინამოსთან” მატჩში უშანსოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზება ვარ შეძლო.
თბილისის “დინამომ” ქულათა მარაგი 54-მდე გაზარდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 55 ქულით გათამაშების ცხრილს ბათუმის “დინამო” ლიდერობს.
