მესის ათი გამორჩეული რეკორდი

0
52

სპორტულმა გამოცემა givemesport-მა “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის 10 გამორჩეული რეკორდი შემოგვთავაზა.

1. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა;
2. “ელ კლასიკოში” გატანილი ყველაზე მეტი, 26 გოლი;
3. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 10 სეზონში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა;
4. ყველაზე სწრაფად გატანილი 100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (123 თამაშში);
5. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ სეზონში (50 გოლი);
6. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 2 სეზონში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა;
7. ყველაზე მეტი გოლი ერთი გუნდის მაისურით (603 გოლი);
8. ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი (419 გოლი და 162 შედეგიანი გადაცემა);
9. ზედიზედ გატანილი გოლი ლა ლიგის 20 გუნდის წინააღმდეგ;
10. 91 გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში.