ნეიმარი “ბარსელონისკენ” იხრება

0
44

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

Le Parisien-ის ცნობით, 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონაში” სურს დაბრუნება და გუნდის ხელმძღვანელებს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა. კლუბებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2017 წლის ზაფხულში “ბარსელონა” დატოვა და პსჟ-ში გადავიდა. მისი ტრანსფერი პარიზულ კლუბს 222 მილიონი ევრო დაუჯდა.