ტარიელ ხეჩიკაშვილი: „მივმართავთ UEFA-ს დაიწყოს გამოძიება”

0
59

ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები დასრულდა. ევროპა ლიგა დასრულდა “საბურთალოსთვისაც”, რომელმაც “არარატ არმენიას” ბარიერი ვერ დაძლია.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მარცხს უკრაინული გამოცემა გამოეხმაურა, სადაც საუბარი შეხვედრის გარიგების ირგვლივ იყო. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერით “საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა:

„ვის მოუვა აზრად 20 წლის შრომა სასწორზე დადოს.  მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით – ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ UEFA-ს ოფიციალურ ორგანოებს, რომ დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და უკრაინულ საიტზე გავრცელებული ინფორმაციის წყაროს მოძიება. თუ რამე საეჭვო იქნება, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია. როგორც წესი თავადვე სწავლობენ თამაშებს, მაგრამ ახლა ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით.

“საბურთალო” მოდიოდა თავისი პატიოსნებით და ეს იცის ყველამ”– აღნიშნა საბურთალოს პრეზიდენტმა.