ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად სტარტს 16 აგვისტოს აიღებს და სადებიუტო შეხვედრაში “ბარსელონა” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრება.
აღნიშნული შეხვედრისთვის, კატალონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ 19 ფეხბურთელი გამოიძახა და ლეო მესი განაცხადში არაა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის არგენტინელ ვარსკვლავს მცირე ტრავმა აქვს და ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.