„სან ხოსეს“ ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საერთოდ, ქართველი ფორვარდისთვის ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა – ბოლო ხუთ ტურში მეოთხედ და მათ შორის, ზედიზედ მესამედ!
ბოლო ტურში ვაკომ „კოლორადო რაპიდს“ გაუტანა მოხდენილი გოლი. არახალია, რომ ჩვენებური შესაშურ ფორმაში შევიდა და უკანასკნელ შვიდ მატჩში ექვსი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.
ცნობისთვის, ვაკო MLS-ის მე-17, მე-19, მე-20 და 21-ე ტურების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მთავარი ნიუსი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ტურის სიმბოლურში – ზედიზედ მესამედ!