“ატლეტიკომ” “რეალი” შეარცხვინა

0
32
აშშ-ში მადრიდის “ატლეტიკომ” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში თანაქალაქელი “რეალი” ანგარიშით 7:3 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ასევე წითელი ბარათიც დაიმსახურა.
კარვახალსა და კოშტას შორის მოედანზე კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად კოშტაც და კარვახალიც მოედნიდან გააძევეს.
სადებიუტო გოლი გაიტანა მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა, რომლის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეთხეა.
დანარჩენი ორი გოლი საკუთარ ანგარიშზე ანხელ კორეამ და ვიტოლომ ჩაიწერეს.
“რეალის” მხრიდან გოლები ნაჩო, ბენზემამ და ხავი ერნანდეს კარერამ გაიტანეს.