ევროლიგის მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა ათეული

0
38

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ახალწვეული, ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ინფორმაციას Eurohoops ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძიმე ფორვარდის ანაზღაურება “ბარსაში” 5.4 მილიონი დოლარია.
სიაში მეორე ადგილზე მოსკოვის ოლქის “ხიმკის” გამთამაშებელი, ალექსეი შვედია, რომელიც მომავალ სეზონში ხელფასის სახით ოთხ მილიონ დოლარს მიიღებს. მესამე პოზიციას სამი მილიონი დოლარით მადრიდის “რეალის” ცენტრი – ვალტერ ტავარეში იკავებს. მეოთხე ადგილზე სტამბოლის “ფენერბახჩეს” ფრანგი ახალწვეული, ნანდო დე კოლოა (2.6 მილიონი დოლარი). ხუთეულს 2.55 მილიონი დოლარით ათენის “პანათინაიკოსის” გამთამაშებელი ნიკ კალატესი ხურავს.

6) იან ვესელი – 2,43 მილიონი დოლარი (ფენერბახჩე)
7) სერხიო ლული – 2.2 მილიონი დოლარი (რეალი)
8) სერხიო როდრიგესი – 2 მილიონი დოლარი (მილანი)
9) ალექს აბრინესი – 2 მილიონი დოლარი (ბარსელონა)
10) კოსტას სლუკასი – 2 მილიონი დოლარი (ფენერბახჩე)
11) კორი ჰიგინსი – 2 მილიონი დოლარი (ბარსელონა)