გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს საზაფხულო ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ქართველი ცენტრი კი, ადრეც გაჟღერებულ მიზეზთა გამო, მოედანზე ამჯერადაც არ გამოჩენილა.
ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “დეტროიტ პისტონსთან” მატჩისას, ბითაძე ინდიანელთა განაცხადში სიმბოლურად იყო, რადაგანაც სავიზო პრობლემების გამოისობით, ჯერაც თბილისში იმყოფება.
“ბითაძესთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ის მუდამ იმეორებს: “მე მზად ვარ, მე მზად ვარ”. სამწუხაროდ, გოგა ისევ საქართველოშია, თუმცა, იმედია, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და გუნდს შემოუერთდება”, – აღნიშნა “პეისერსის” პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა.
კალათბურთი “ინდიანას” პრეზიდენტი: “ბითაძე ამბობს, რომ მზადაა”