ქეცბაიას “ანორთოსისი” ოთხი ქართველით იწყებს

0
41
კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისი”, რომლის მწვრთნელად ახლახან თემურ ქეცბაია დანიშნეს, წინასასეზონო შეკრებას შეუდგა და პირველ ამხანაგურ მატჩში ეგვიპტის “ზამალეკს” დაუზავდა – 3:3.
პირველ ტაიმში გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშეს, მეორე ტაიმში კი ქეცბაიამ შემადგენლობა სრულად შეცვალა და ნიკა კაჭარავა შეუშვა მოედანზე, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ანორთოსისი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 19 ივლისს ჰოლანდიის “გოუ ეჰედ იგლზთან” გამართავს.
კვიპროსის ჩემპიონატი 24 აგვისტოს აიღებს სტარტს – ფამაგუსტური გუნდი პირველ ტურში სტუმრად აელ-ს შეხვდება.