23 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონური “არკადან” ბელგიურ “ზულტე ვარეგემში” გადავიდა. ზარანდიას ბელგიურმა კლუბმა სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
კლუბი ზარანდიას ახასიათებს როგორც პერსპექტიულ და კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელს, რომელიც 18 წლის ასაკში “გენკში” იმყოფებოდა და”არკაში” 2.5 წლის განმავლობაში თავი დადებითად წარმოაჩინა.
“მინდა, ბელგიაში ამჯერად უკეთ ვითამაშო. პოლონეთში შეძენილი გამოცდილება ამაში დამეხმარება”, – განუცხადა ზარანდიამ კლუბის საიტს.
გასულ სეზონში ზარანდიამ პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩატარებულ 28 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. მან პოლონეთის თასზე ერთხელ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.
ზარანდიამ პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხუთჯერ მოხვდა.
მისთვის ბელგიის ჩემპიონატი უცხო არაა, რადგან 2014-2016 წლებში „გენკში” ირიცხებოდა, მაგრამ პირველ გუნდში ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
“ვარეგემი” ბელგიის გასულ ჩემპიონატზე მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.