ბითაძე ლას ვეგასში დაიწყებს…

0
54
INDIANAPOLIS - JUNE 21 : Goga Bitadzeof the Indiana Pacers during Media Event at Bankers Life Fieldhouse on June 21, 2019 in Indianapolis, Indiana. Goga Bitadze was the 18th pick during the 2019 NBA Draft. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this Photograph, user is consenting to the terms and condition of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: 2019 NBAE (Photo by Ron Hoskins/NBAE via Getty Images) *** Local Caption ***

5-15 ივლისს ლას ვეგასში MGM Resorts NBA Summer League 2019 გაიმართება, სადაც გოგა ბითაძე კარიერაში პირველად მოირგებს “ინდიანა პეისერსის” მაისურას. საზაფხულო ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი ითამაშებს, მაგალითად, დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ უილიამსონი. ლიგაში სულ 32 გუნდია.

SBNATION-ის მტკიცებით, ყველაზე ძლიერი გუნდი სწორედ “ინდიანა პეისერსს” ჰყავს და ის ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი იქნება.

“ინდიანა პეისერსს” წარმოუდგენლად საინტერესო გუნდი ეყოლება”, – წერს გამოცემა – “ვეგასში “ინდიანას” შემადგენლობა საუკეთესოა. გუნდში იქნება ედმონდ სამნერი, რომელმაც უკვე შეათანხმა ინდიანასთან მრავალწლიანი კონტრაქტი. ასევე “ინდიანას” სრულუფლებიანი წევრები არიან ალიზ ჯონსონი და აარონ ჰოლიდეი”.

SBNATION გოგა ბითაძეზეც წერს: “მხოლოდ ეს სამეულიც არ არის გუნდში ბევრი საინტერესო მოთამაშეა. დრაფტის მე-18 ნომერი გოგა ბითაძე, ის ძალზე დამაინტრიგებელი მოთამაშეა, 211 სმ. სიმაღლის ცენტრი, რომელსაც შორიდან სროლა შეუძლია”.

სხვათა შორის, ბითაძე განაცხადში არა 19 ნომრით, რომელიც მას საზეიმოდ გადასცეს პრეზენტაციაზე, არამედ, 18 ნომრით არის შეყვანილი.

კიდევ ერთი ნიუანსი. გოგა ამერიკაში ყოფნისას სიმაღლეში გაზომეს და საზაფხულო ლიგის განაცხადში ის არ არის შეყვანილი, როგორც 6’11 ფუტი (2111 სმ), არამედ, როგორც 7 ფუტის სიმაღლის (213 სმ).

საზაფხულო ლიგაზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული 4 საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ტოპ-8 გუნდი პლეი ოფში ჩაებმება, ფინალი 15 ივლისს გაიმართება.

გოგას “ინდიანა” 6 ივლისს მემფისს ეთამაშება, 8 ივლისს – დეტროიტს (“დეტროიტში” სეკუ დუმბია ითამაშებს), 9 ივლისს – ატლანტასა და 11 ივლისს NBA-ს ჩემპიონ “ტორონტო რეპტორსს”.

როგორც ხედავთ, საკვალიფიკაციოში გოგასა და ზაიონის გზები არ იკვეთება, მაგრამ შეიძლება ეს პლეი ოფში მოხდეს.

გოგასთან ერთად “ინდიანას” შემადგენლობაში ითამაშებს ფორვარდი ბრაიენ ბოუენი, რომელიც დრაფტზე არავის აუყვანია. ასევე ინდიანაში ითამაშებს მარკის მაკდაფი.