“კოპა ამერიკას” მეოთხედფინალში პერუს ნაკრებმა პენალტების სერიაში ურუგვაის სძლია.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პერუმ 5:4 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაის სამი გოლი მსაჯმა ჩაუთვალა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი თამაშგარეს გამო გაუუქმა: ნანდესს (29-ე წუთზე), კავანის (59) და სუარესს (73).
პენალტების სერიაში პირველივე დარტყმა სუარესმა გააცუდა.
4 ივლისს, ნახევარფინალში, პორტუ ალეგრიში პერუ ჩილეს შეხვდება.
მეორე ნახევარფინალში, რომელიც 3 ივლისს ბელუ ორიზინტეში გაიმართება, ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდებიან.
სალვადორი. “ფონტე ნოვა”
ურუგვაი – პერუ 0:0 (4:5)
ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, გონსალესი, ხიმენესი, ნანდესი (ტორეირა 57), დე არასკაეტა, ბენტანკური, ვალვერდე (სტუანი 90+7), სუარესი, კავანი.
პერუ: გალესე, ტრაუკო, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, იოტუნი, ფლორესი, კუევა (რუიდიაზი 85), კარილიო (გონსალესი 75), ტაპია, გერერო.