ყაზაიშვილი-“დინამო” 2:0

0
37

ვაკო ყაზაიშვილმა ჩრდილოამერიკულ MLS ლიგაში დუბლი შეასრულა და „სან ხოსეს“ შინ ჰიუსტონის „დინამოსთან“ 2:0 მოაგებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 75-ეზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში MLS ლიგაში ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი თასზე აიღო.
“დინამოსთან” შეხვედრა „სან ხოსეს“ რიგებში შეუცვლელად ჩაატარა საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.
ქართველების გუნდს 22 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზეა.