არგენტინა მეოთხედფინალში ვენესუელას შეხვდება

0
38

კოპა ამერიკის B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ყატარი 2-0 დაამარცხა.
,,ალბისელესტე” მატჩის სტარტზევე ლაუტარო მარტინესის გოლით დაწინაურდა, რომელმაც ყატარელთა შეცდომით ისარგებლა.
სკალონის გუნდმა მეორე გოლის გატანა 82-ე წუთზე შეძლო – თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა, ფორვარდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამავე ჯგუფში ლიდერმა კოლუმბიამ პარაგვაის მოუგო და ჯგუფური ეტაპი 9 ქულით, პირველ პოზიციაზე დაასრულა, არგენტინამ კი 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
არგენტინის მომავალი მეტოქე მეოთხედფინალში ვენესუელა იქნება.