“მილანი” შესაძლოა ევროპა ლიგიდან მოკვეთონ

0
27

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” შესაძლოა ევროპა ლიგაზე აღარ იასპარეზოს.

Corriere della Sera-ს ცნობით, მილანურმა კლუბმა ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონიდან მოკვეთა თავად მოითხოვა, რითაც მომავალში ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას აიცილებს თავიდან.

“როსონერის” ხელმძღვანელობასა და uefa-ს წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადამწვეტ ფაზაშია და პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.