ამსტერდამის ,,აიაქსისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველმა, მატიას დე ლიხტმა, ფინალში პორტუგალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მას ,,იუვენტუსში” გადასვლა შესთავაზა:
,,რონალდუმ ,,იუვენტუსში” გადასვლა მთხოვა. მისმა შემოთავაზებამ გამაკვირვა, ამიტომ გამეცინა. თავიდან ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა.
ახლა უნდა დავისვენო. შემდეგ კი ვაპირებ მოვიფიქრო, რა იქნება ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი რამ, რაშიც დარწმუნებული ვარ”, – დე ლიხტის სიტყვებს Marca ციტირებს.
დე ლიხტის გადაბირებით არაერთი გრანდი ინტერესდება. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა მცველმა ,,აიაქსის” მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.