ბრიტანული გამოცემა, Guardian იუწყება, რომ ედენ აზარის სატრანსფერო საგა დასრულდა. როგორც იქნა მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის შეთანხმება შედგა და ბელგიელ შემტევს დიდი ხნის ოცნება აუხდა.
Guardian-ის ცნობით აზარის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ 100 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც მომავალში შესაძლოა ბონუსები დაემატოს.
ედენი „ლურჯებს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული 7 წლის შემდეგ ტოვებს. ბელგიელს „ჩელსის“ მაისურით 352 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის ქომაგების დამწუხრება 110-ჯერ მოახერხა. აზარმა „არისტოკრატებთან“ ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა. გასულ სეზონში კი „ლურჯებს“ ევროპა ლიგის თასის დასაკუთრებაში დაეხმარა.
Guardian-ის ინფორმაციით მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაადასტურებენ. „სამეფო კლუბი“ კი აზარს უახლოეს მომავალში წარადგენს.