საქართველო XV – ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან

0
44

საქართველოXV ორ მატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან;
მატჩები ქუთაისში და თბილისში გაიმართება;
პირველი მატჩი – 7 ივნისი, 18:00, აია არენა;
მეორე მატჩი – 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი;

ქართული რაგბის ქომაგები, 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.

ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორ მატჩიან სერიას გამართავს.

შარშან ზაფხულში საქართველოXV-მა „ზაფხულის თასზე“ არგენტინის XVდა ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის „ა“ ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებული. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1 ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას „აია არენაზე“, 7 ივნისს გამართავს.

ბესიკ  ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე შეხვდებიან.

სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.