“რეალს” უელსელი თავდამსხმელის გარეთ ბეილის თავიდან მოცილება უნდა, რადგან გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვს და მისი შენახვა ძვირი უჯდება. მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბრიტანელი ბოლო ორ მატჩში განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
“ბლანკოსის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფორვარდის აგენტს, ჯონათან ბარნეტას უთხრა, რომ მის კლიენტს სადაც უნდა, შეუძლია იქ წავიდეს, თუნდაც “ბარსელონაში”.
“სამეფო კლუბი” მზადაა, ბეილი 80 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ბეილის წლიური ხელფასი “რეალში” 20 მილიონი ევროა და ეს მის მსურველ კლუბებს აფრთხობს. მაგალითად, “მანჩესტერი” მზადაა შეიძინოს, თუ ანაზღაურების 12 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება, ხოლო უელსელის ყოფილ კლუბ “ტოტენჰემს” სურს, ფორვარდი ინათხოვროს და იჯარის თანხა ორივე კლუბმა თანაბრად გადაიხადოს.