ფრანგული გამოცემა “ეკიპი” ირწმუნება, რომ 28 წლის თავდამსმელი ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში” გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
მადრიდის “ატლეტიკოში” გრიზმანის ანაზღაურება 21 მილიონი იყო, მაგრამ სამაგიეროდ თუ შეთავაზებული ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გაცილებით მეტ ბონუსებს აიღებს.
ანტუანმა გამოაცხადა, რომ “ატლეტიკოს” ტოვებს. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1-ელი ივლისიდან 120 მილიონადაა შესაძლებელი. “ბარსა” ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.
ფინანსური ფეარ პლეი რომ არ დაარღვიოს, კატალონურ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.