რონალდო: “ბარსას” მოგებას მესის მიაწერენ, მარცხს კი ვალვერდეს, კოუტინიოს და სხვებს აბრალებენ”

0
4580

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს პატივისცემით არ ეპყრობიან.
“ბარსელონა” დიდებული გუნდია, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი თამაშობს. როდესაც გუნდი იგებს, ყოველთვის მესმის, რომ გამარჯვება სწორედ მესის დამსახურებაა, თუმცა მარცხს ვალვერდეს, კოუტინიოს და სხვებს აბრალებენ. ეს მხოლოდ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა”.
“ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “ბარსელონამ” დიდებულად ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში განსაკუთრებით გამორჩეული სწორედ მესი იყო. განმეორებით მატჩში კი, “ლივერპულმა” საოცარი ხასიათი გამოავლინა და წარმატებას მიაღწია”, – აღნიშნა რონალდომ.