კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა, გუნდი ზაფხულშივე დატოვოს.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს უკვე ეძებს. Chiringuto TV-ის ცნობით, 55 წლის სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი, რონალდ კუმანია.
კუმანი “ბარსელონაში” 1998-2000 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2018 წლიდან, იგი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.