გულის შეტევით გამოწვეული ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ იკერ კასილიასი cuf hospital porto-დან გაწერეს. ესპანელმა მეკარემ საავადმყოფო მეუღლე სარა კარბონეროსთან ერთად დატოვა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
“მადლიერი ვარ, რომ ასე გამიმართლა. ამასთანავე, უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა, ამ ყველაფერს ვაფასებ და თითოეული თქვენგანის მიმართ სიყვარულს გამოვხატავ. ღიმილს, სიხარულსა და უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს ის, რომ ამდენი ადამიანი ჩემ გვერდითაა.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ექიმ ნელსონს, რომელიც ამ ბრძოლის მოგებაში დამეხმარა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არაფერი მაწუხებს, რეაბილიტაციისთვის კი რამდენიმე კვირა ან თვე დამჭირდება. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, მთავარია, რომ ცოცხალი ვარ და ცხოვრებას ვაგრძელებ”, – განაცხადა კასილიასმა.