დე ლაურენტისი: “ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა უნდა გაუქმდეს“

0
38

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელს სუპერტურნირის შექმნა სურს, რომელშიც მონაწილეობას 80 კლუბი მიიღებს.

დე ლაურენტისმა თავისი ინოვაციური იდეის შესახებ Corriere della Sera-სთან ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა უნდა გაუქმდეს. მინდა ახალი ტურნირი წარმოგიდგინოთ, რომელშიც მონაწილეობას 80 გუნდი მიიღებს.
„გათამაშებაში ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საუკეთესო 7-7 გუნდი იასპარეზებს. დანარჩენი ჩემპიონატის წარმომადგენლები კი 4-4 ადგილს მიიღებენ.
“მსურს ტურნირს ევროპული თასი ვუწოდო და მატჩები სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართოს. რა თქმა უნდა შიდა ჩემპიონატის კალენდარს დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ადგილობრივი გათამაშების ეგიდით ჩასატარებელი შეხვედრები უქმეებზე გაიმართება”.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა: “ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ “იუვენტუსმა” უკეთესი შედეგი დააფიქსირა, თუმცა ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ვართ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს”.