თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მოგება ლიდერ “ბარსელონასთან”

0
43

ბასკეთის „ბასკონიას“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად გათამაშების ლიდერ „ბარსელონას“ დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ იყო და მოედანზე 23:55 წუთი გაატარა. მან 18 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი პასი დააგროვა. შენგელიამ 9-დან შვიდი ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი სამჯერ ესროლა და ერთხელ ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმოდან ერთხელ ზუსტად ტყორცნა. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო მატჩში მხოლოდ მეტოქე კალათბურთელ ადამ ჰანგას ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა მიითვალა.
„ბასკონიას“ 44 ქულა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ვიტორიელები თავის მოედანზე „მანრესასთან“ ჩაატარებენ.