მესი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

0
61

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა givemesport-მა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა.
გამოცემამ 16 სპორტსმენი შეარჩია, რომელიც ოთხ ჯგუფში გადაანაწილა და მომხმარებლებმა მათგან საუკეთესოს მისცეს ხმა. საბოლოოდ, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად მესი დასახელდა.

პირველი ჯგუფი: ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1); როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი); ფლოიდ მეივეზერი (კრივი); სერენა უილიამსი (ჩოგბურთი).
მეორე ჯგუფი: ფილ ტეილორი (დართსი); მიაკლ ფელპსი (ცურვა); ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი); ლიონელ მესი (ფეხბურთი).
მესამე ჯგუფი: ტაიგერ ვუდსი (გოლფი); კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი); მარტინა ნავრატილოვა (ჩოგბურთი); მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი).
მეოთხე ჯგუფი: ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი); მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1); პელე (ფეხბურთი); მუჰამედ ალი (კრივი).

ნახევარფინალი: მესი – ფედერერი; მუჰამედ ალი – რონალდუ
ფინალი: მესი – ალი