„გენტის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
გასულ კვირას, სტუმრად ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ (0:0) ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტარტოში ითამაშა, მაგრამ 57-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში მეტოქესთან შეჯახების შემდეგ, ჩაკვეტაძეს მუხლი ეტკინა და ვარაუდობდნენ, რომ გიორგის თავი ძველმა ტრავმამ შეახსენა.
მოგვიანებით, ჩაკვეტაძეს მუხლზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დაზიანება ვერ გამოავლინა.
გიორგი შაბათს ბელგიის ჩემპიონატში „გენკთან“ გასამართი შეხვედრისთვის ემზადება და ასევე, ქართველი 1-ელ მაისს ბელგიის თასის ფინალში „მეხელენთანაც“ ითამაშებს.
მთავარი ნიუსი ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალისთვის ემზადება