მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ,,ბილბაოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა:
,,ჩემთვის ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია, თუმცა ამ პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელია და სხვებმა, შესაძლოა, რომელიმე მათგანი დაასახელონ.
ის, რასაც კარიმი ბოლო 10 წლის განმავლობაში აკეთებს, ყველაფერს ნიშნავს. ბენზემას გოლები შთამბეჭდავია და მე მისი წარმატებით ბედნიერი ვარ. ის საკუთარ თავს ენდობა და ყოველთვის პროგრესზე ფიქრობს.” – ზიდანის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.
ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” ,,ბილბაოს” უმასპინძლა და ბენზემას ჰეთ-თრიკით 3-0 დაამარცხა.
