“აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
44

ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ტურინში, “იუვენტუსმა” ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო. 1-2 დამარცხდა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრის ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა და მასპინძლები დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე, “იუვენტუსის” კარი ვან დე ბეეკმა აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ამსტერდამელების აქტიურობით წარიმართა. 67-ე წუთზე, დე ლიხტმა მოახერხა გოლის გატანა და “აიაქსმა” შეხვედრა 1-2 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში, “აიაქსი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. ჰოლანდიელებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “შტურმს” აჯობეს, ხოლო შემდეგ “სტანდარდს” მოუგეს. პლეი-ოფში კი, “აიაქსმა” კიევის “დინამო” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ტურინი. “ალიანც სტედიუმი”. 41 445 მაყურებელი
იუვენტუსი – აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიგტი (67)
იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46).
აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი.