იაპონური “ვისელ კობეს” შემტევმა, დავიდ ვილიამ ყოფილ თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საუკეთესოა.
“ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა პელეს, მარადონას და კრუიფის თამაშის ყურების შანსი ხშირად არ მეძლეოდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მესი საუკეთესოა”, – აღნიშნა ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილია “ბარსელონაში” 2010-13 წლებში ასპარეზობდა. მან კატალონიური კლუბის მაისური 119-ჯერ მოირგო, 48 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გაიფორმა.