ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” მოგებული მატჩი (1:0) “ტოტენჰემის” მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ შემდეგნაირად შეაფასა.
“კეინი მედშემოწმებას გაივლის, მაგრამ ეტყობა, ისევ იმავე კოჭ-წვივზე მიიღო ტრავმა, რომლის გამო ერთ თვეზე მეტხანს მოუწია უქმობა.
ამან ძალიან დამამწუხრა. ის ძალიან დაგვაკლდება. შესაძლოა, ჰარიმ ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს. ტრავმის მოსარჩენად ძალიან ცოტა დრო აქვს. ფეხი გადაუბრუნდა.
შესანიშნავი შეხვედრა იყო, რთული. კარგად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, ლორისის მიერ პენალტის მოგერიებამ ძალები შეგვმატა”.