ამსტერდამის ,,აიაქსისა” და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, რინუს მიხელსი ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა, საკლუბო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. პირველ სამეულში, გარდა ჰოლანდიელისა, ,,მანჩესტერ იუნაიტედისა” და ,,მილანის” ყოფილი მწვრთნელები – სერ ალექს ფერგიუსონი და არიგო საკი მოხვდნენ.
სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო სპეციალისტთა მიღწევები გუნდებთან ერთად, მათი მემკვიდრეობა, პიროვნული თვისებები და კარიერის ხანგრძლივობა.
მოქმედი მწვრთნელებიდან ტოპ-10-ში მხოლოდ პეპ გვარდიოლა და კარლო ანჩელოტი შედიან.
- რინუს მიხელსი
- სერ ალექს ფერგიუსონი
- არიგო საკი
- იოჰან კრუიფი
- პეპ გვარდიოლა
- ვალერი ლობანოვსკი
- ელენიო ერერა
- კარლო ანჩელოტი
- ერნსტ ჰაპელი
- ბილ შენკლი