ვის უფრო დიდი კვერცხები აქვს? რონალდუმ სიმეონეს ჟესტი გააშარჟა

0
53

კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ თრიკმა ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. იტალიურმა გრანდმა მადრიდში წაგებული 0:2 შემოატრიალა – 3:0 მოიგო.

ალბათ, ყველას ახსოვს ამ გუნდების პირველ მატჩში დიეგო სიმეონეს ჟესტი – ხოსე ხიმენესის გოლის შემდეგ. სიმეონე ირწმუნებოდა, რომ მეტოქის შეურაცხყოფა არ სურდა, უბრალოდ, ვაჩვენეთ, რომ “კვერცხები” გვაქვსო. არგენტინელი თავკაცი მაშინ ფინანსური ჯარიმით გამოძვრა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუს ეს ჟესტი “გულში ჩარჩა” და საპასუხო მატჩში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ “ატლეტიკოს” თავკაცის ჟესტის საპასუხო საქციელი ჩაიდინა.