აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მეორე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ”ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე ”ალ აჰლი” 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 33 წლის მარატ ბიკმაევმა შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
2 ტურის შემდეგ არველაძის გუნდმა 4 ქულა მოაგროვა. პირველ ტურში ”ფახთაქორმა” თეირანში ”პერსეპოლისთან” ფრედ 1:1 ითამაშა.
მესამე ტურში ”ფახთაქორი” ”ალ სადის” უმასპინძლებს, რომლის შემადგენლობაში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ირიცხება. ყატარულ კლუბში ხავის თანაგუნდელი მადრიდის ”ატლეტიკოს” ყოფილი ნახევარმცველი გაბია. აღსანიშნავია, რომ ”ალ სადის” ჩავი კაპიტნობს.
შეგახსენებთ, ”ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, გუნდის მთავარი სელექციონერი კი არჩილ არველაძეა.
მთავარი ნიუსი შოთას პირველი გამარჯვება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე!