პრემიერლიგის ოცდამეათე ტურში “არსენალმა” “ემირეიტსზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და ოთხეულისთვის მატჩი ლონდონელებმა დამაჯერებლად – 2:0 მოიგეს.
შეხვედრა დავიდ დე ხეას უხეში შეცდომით დაიწყო, რასაც გრანიტ ჯაკას გოლი მოჰყვა. შვეიცარიელის შორიდან დარტყმულის ტრაექტორია დე ხეამ ვერ გამოიცნო და ანგარიში გაიხსნა.
გოლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” მთელი პირველი ტაიმი დომინირებდა, თუმცა უშედეგოდ… კარგი მომენტი ჰქონდა რომელუ ლუკაკუს, რომლის ახლოდან დარტყმული ბერნდ ლენომმოიგერია.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, კულმინაციას მეორე ნახევარმა 69-ე წუთზე მიაღწია, როდესაც “იუნაიტედის” კარში ლაკაზეტის წაქცევისთვის სადავო პენალტი დაინიშნა. ობამეიანგმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
გოლის შემდეგ კარგი მომენტი ჰქონდა, ალექსანდრ ლაკაზეტს, თუმცა ფრანგის დარტყმული კარს ასცდა. საბოლოოდ მატჩი “არსენალის” გამარჯვებით და ოლე გუნარ სოლსკიარის პრემიერლიგაში პირველი მარცხით დასრულდა.
…”არსენალს” “იუნაიტედი” პრემიერლიგაში 14-ჯერ ჰყავს დამარცხებული, აქედან 10-ჯერ კვირა დღეს..