მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაცს, ზინედინ ზიდანს, არჩევანის გაკეთება 4 გუნდს შორის მოუწევს. ამ ინფორმაციას MARCA ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც “პარი სენ ჟერმენი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა, ტომას ტუხელის დარჩენა საეჭვო გახდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ფრანგი სპეციალისტი სწორედ პარიზულ გუნდში ვიხილოთ.
მიმდინარე სეზონში ლონდონის “ჩელსისგან” ბევრს ელოდნენ, თუმცა “არისტოკრატებმა” იმედი ვერ გაამართლეს, რაშიც გულშემატკივრები გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარის, ადანაშაულებენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ტურინის “იუვენტუსს” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებას სთხოვენ. მას შემდეგ, რაც იტალიური გუნდი მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ატლეტიკოსთან” 0:2 დამარცხდა, იტალიელი მწვრთნელის გაშვებაზე საუბრები დაიწყო.
და ბოლოს, მადრიდის “რეალში” კრიზისია. გუნდი სეზონს, სავარაუდოდ, უტიტულოდ დაასრულებს, რაც, ცხადია, ფლორენტინო პერესს არ მოეწონება. მართალია, იმის შანსი, რომ საკუთარი ნებით “რეალის” დატოვების შემდეგ ზიდანი კვლავ მადრიდში დაბრუნდეს ცოტაა, მაგრამ MARCA არაფერს არ გამორიცხავს.