დუშან ტადიჩი: “ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია”

0
54
30 წლის სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში “რეალს” გოლი გაუტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა.
“მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შევხვდით. დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. განსაკუთრებული დღე იყო.
ამაყი ვარ. ასე მგონია, გულშემატკივრები გავაბედნიერეთ. აი, ამისათვის გადმოვედი “აიაქსში”. ასევე უნდა გავაგრძელოთ.
ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ყველაფერს განსაკუთრებულად აკეთებდა. ეტყობა, მისი ყველა თამაში ვნახე”.