“არგენტინა მესის ვერ იყენებს”

0
37

ამსტერდამის “აიაქსის” არგენტინელმა მარცხენა მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ ლეო მესიზე ისაუბრა. ეს ის ტალიაფიკოა, ევროპის ტოპ–ჩემპიონატების კლუბები რომ დასტრიალებენ.

„მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინაში ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამით. ფაქტია, არგენტინის ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს, არადა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

…რაიმე იდეა უნდა გამოინახოს, ან იდეალური მწვრთნელი უნდა მოიძებნოს, რომელიც ლეოს თვისებებს ბოლომდე გამოიყენებს. ნაკრები კლუბი არაა, სადაც 15 წლის განმავლობაში ხარ და ყველაფერი იცი. არგენტინაში ხან ფედერაციის პრეზიდენტი იცვლება, ხან მწვრთნელი და ახალ–ახალი პროექტების განხორციელებას დრო სჭირდება.

…ლეოს სანაკრებო ტიტულების მხრივ არ გაუმართლა. არგენტინის ნაკრებს არ აქვს ის იდეები და პროექტები, რაც აქვს ბარსელონას“.